საქართველოს ფინტექ ასოციაცია დაარსდა 2020 წელს. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ინფორმაციის გაცვლას და კავშირების დამყარებას კომპანიებს, კანონმდებლებსა და საზოგადოებას შორის. ჩვენი პლატფორმის მეშვეობით ხდება ბაზრის მონაწილეებისა და დაინტერესებულ პირების ინტეგრაცია ფინტექ ეკოსისტემაში, რათა ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და ინოვაციური მიდგომები,რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ფინტექ ინდუსტრიის მდგრად განვითარებას ღია და გამჭვირვალე გარემოში.
2021 წლის 9 ივნისს საქართველოს 40-მდე დიდი და საშუალო ტექნოლოგიური, საკონსულტაციო, დარგობრივი ასოციაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივით შეიქმნა “ციფრული ტრანსფორმაციის” საქართველოს კონსორციუმი, რომლის ჯგუფის წევრია საქართველოს ფინტექ ასოციცია.
კონსორციუმის მიზანია საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის, საჯარო ელექტრონული სერვისების ეკოსისტემის განვითარება და ქვეყნის საერთაშორისო ინოვაციური საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა.
2021 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ფინტექ ასოციაციის ინიცირებით და ასოციაციის პარტნიორი საკონსულტაციო კომპანია GEC Consulting-ის მხარდაჭერთით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი ღია ბანკინგში ჩართვის პრინციპებთან დაკავშირებით
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ასოციაციის წევრი ფინტექ კომპანიების ღია ბანკინგში ჩართვის პრინციპების შესაძლებლობები და გამოწვევები.
2021 წლის 9 დეკემბერს საქართველოს ფინტექ ასოციაციამ (FIA) მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციასთან ერთად (SMEDA) ჩაატარა დისტანციური ღონისძიება “ციფრული პროდუქტების გამოფენა.” ZOOM-ის პლათფორმაზე.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ფინტექ ასოციაციის წევრმა წამყვანმა ფინტექ კომპანიებმა წარმოადგინეს საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ პრეზენტაციები. წარმოჩენილი იქნა საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია ბიზნესის გაციფრულება. გაიმართა Networking სესიები და მოხდა საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბება, რათა მომხდარიყო მცირე და საშუალო ბიზნესის და ფინტექ კომპანებს შორის შესაძლო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ფინტექ ასოციაციის და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის 60-ზე მეტი წევრი ორგანიზაცია.
ღონისძიების მიზნები იყო:დღესდღეობით, ფინანსური ტექნოლოგიები, შემოკლებით – „ფინტექი“, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად და ინოვაციურად განვითარებადი სფეროა,
შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მის გარშემო განვითარებული მოვლენების, სიახლეებისა და პროგრესის შესახებ საზოგადოებისთვის დროული და სწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის უმთავრესი და პირველი საშუალება მედიაა.