ჩვენს შესახებ

საქართველოს ფინტექ ასოციაცია (FIA) დაარსდა 2019 წელს ტექ ინდუსტრიის ლიდერთა ჯგუფის მიერ. დაარსების დღიდან FIA არის განათლების, ინფორმაციისა და კავშირების გაზიარების პლატფორმა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს შორის. FIA ხელს უწყობს ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ფინანსური სერვისების განვითარებას და სექტორში რეგულაციების მოდერნიზაციას, ინკლუზიურობისა და ინოვაციურობის მხარდაჭერას. ასოციაციის წევრები არიან ინოვატორები, ბაზრის ახალი მოთამაშეები, რომლებიც კონკურენციას უწევენ ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს და ქმნიან მეტად მოქნილ და ხელმისაწვდომ პროდუქტებს.

ჩვენი ხედვა

საქართველოს, როგორც რეგიონის ფინტექ ინოვაციებისა და საინვესტიციო ჰაბის პოპულარიზაცია.

ჩვენი მიზანი

  • ფინტექ კომპანიებს შორის საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა და მათ შორის თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა
  • ფინტექ კომპანიებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და კომერციულ ბანკებს შორის ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა
  • ადგილობრივი ფინტექ კომპანიების ინტერესების ადვოკატირება
  • საქართველოს ფინტექ სექტორის პოპულარიზაცია გლობალურ ბაზარზე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით
  • ფინტექის შესახებ ცნობადობის ამაღლება სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებითა და კონფერენციებით

ჩვენი სერვისები

ლიცენზირება

  • ღია ბანკინგი
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
  • ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერი

კვლევა

  • სექტორული
  • სიღრმისეული
  • ბიზნეს მოდელი

განათლება

  • AML / CFT ტრენინგები
  • კონფერენციები

ჩვენი მისია

ფინტექ კომპანიების ხმების გაერთიანება, ფინტექ სექტორის როლის გაძლიერება საქართველოს ფინანსურ ინდუსტრიაში და ფინტექ კომპანიების ინტერესების ადვოკატირება პოლიტიკის დონეზე.

სალიცენზიო მომსახურება

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზირების სერვისი

  • ბიზნეს მოდელის კონსულტირება
  • სალიცენზიო პროცესის პროექტის მომზადება და მართვა
  • სალიცენზიო დოკუმენტაციის მომზადება
  • ბიზნეს გეგმის შემუშავება
  • მარეგულირებელთან კომუნიკაცია
  • ლიცენზიის მოპოვება

ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის ლიცენზირების სერვისი

  • სალიცენზიო პროცესის პროექტის მომზადება და მართვა
  • სალიცენზიო დოკუმენტაციის მომზადება
  • ბიზნეს გეგმის შემუშავება
  • მარეგულირებელთან კომუნიკაცია
  • ლიცენზიის მოპოვება

ღია ბანკინგში ჩართვის ნებართვის მოპოვების სერვისი

  • ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სათანადო პოლიტიკა- პროცედურების შემუშავება
  • ინფორმაციის/ფულადი სახსრების მოძრაობის სქემატური აღწერა
  • საოპერაციო ინციდენტების მართვის პოლიტიკა/პროცედურების შემუშავება
  • ცვლილებების მართვის პოლიტიკის შემუშავება
  • ღია ბანკინგის სერვისების ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შემუშავება
  • საქართველოს ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია
  • ლიცენზიის მოპოვება

მზად ხართ თანამშრომლობისთვის?

კონტაქტი